logo_geo
eng_logo
პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

19 იანვარი. 2021. 10:09

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მასთან სტუმრად მყოფ ნაცნობს - 1994 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner