logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა
- +

19 იანვარი. 2021. 10:46

 

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს woldometers აქვეყნებს.

 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 049 238 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 68 მილიონს გადააჭარბა.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ -19-ით ინფიცირების 25 328 747აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner