არგენტინაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტო გერმანიის გეომეცნიერების ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხუანის პროვინციის სამხრეთით 40 კმ-ში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.