logo_geo
eng_logo
გერმანიაში კორონავირუსის აქამდე უცნობი ვარიანტი აღმოაჩინეს
- +

19 იანვარი. 2021. 13:30

 

გერმანიაში კორონავირუსის აქამდე უცნობი ვარიანტი აღმოაჩინეს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ვირუსის აქამდე უცნობი ვარიანტი ბავარიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში, 35 პაციენტს აღმოაჩნდა.

 

კორონავირუსის ახალი მუტაცია განსხვავდება იმისგან, რომელიც მანამდე სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად საშიში და მომაკვდინებელია ის.

 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მოადგილე კლემეს სტოკლაუზნერი აცხადებს, რომ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

„უნდა დასრულდეს ნიმუშის სრული სეკვენირება. ამ ეტაპზე უცნობია, ვრცელდება თუ არა ეს მუტაცია უფრო სწრაფად ან იწვევს თუ არა ის უფრო სერიოზულ გართულებებს“, - განაცხადა სტოკლაუზნერმა.

 

ვირუსის ნიმუშები შემდგომი შესწავლის მიზნით ბერლინში, „შარიტეს“ კლინიკაში გადაიგზავნა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner