რუსეთში კორონავირუსის 21 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 486 ადამიანი გარდაიცვალა
-
+
19 იანვარი. 2021. 13:44
„რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ - 19-ის 21 734 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 612 800-ს მიაღწია“, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 586 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 66 623-მდე გაიზარდა.
რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ისგან 3 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.
წყარო :