logo_geo
eng_logo
იაპონიაში დაფიქსირებული ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა
- +

19 იანვარი. 2021. 14:50

 

2020 წლის ნოემბერში იაპონიაში დაფიქსირებული ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა. ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ განაცხადა.

 

„მიმდინარე ეპიდაფეთქების კერები დაფიქსირებულია 36 ფერმაზე, 15 პრეფექტურაში. ეს ისტორიაში ყველაზე დიდი გავრცელებაა“, - განაცხადა კაცუნობუ კატომ.

 

მისივე თქმით, ამან რეკორდული რაოდენობის ქათმების განადგურება გამოიწვია. ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ზომების ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე 6 მილიონზე მეტი ქათამი მოკლა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner