logo_geo
eng_logo
ალექსანდრე თვალჭრელიძე: მთავრობაში მყოფი პირი უნდა მუშაობდეს ქვეყნისთვის და არა საკუთარი პარტიისთვის!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

3 მარტი. 2016. 16:10


 

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად არაადეკვატური ფორმა მიიღო. პრემიერი პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას.


პრემიერის განცხადებაზე „რეპორტიორთან" საუბრისას, პოლიტოლოგმა ალექსადნრე თვალჭრელიძემ აღნიშნა, რომ მთავრობა უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებზე უნდა ზრუნავდეს და არა პარტიულზე.


„საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ერთიანი. თუ მთავრობაში რაღაც ხარვეზებია, ის უნდა აღმოიფხვრას. მთავრობაში არ შეიძლება ერთი მარცხნივ მიდიოდეს, მეორე - მარჯვნივ.

 

ისიც აბსოლუტურად მართალია, რომ როდესაც ადამიანი მოდის მთავრობაში, ის უნდა მუშაობდეს ქვეყნისთვის და არა საკუთარი პარტიაზე!

 

მთავრობაში ცვილებების განხორციელება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და თუ საჭიროდ ჩათვლის ცვლილებებს განახორციელებს. კოალიციის შიდა სამზარეულო არ ვიცი, მე ვხედავ მხოლოდ გარე გამოძახილებს, ათასი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ამ შემთხვევაში ვერავის ვერ მივცემ რეკომენდაცის აუცილებელია თუ არა რაიმე ცვლილების განხორციელება. პრემიერს თავის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა აქვს" , - განაცხადა თვალჭრელიძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner