„ლგბტ ორგანიზაციებს და ქართველთმოძულეებს ზეიმი აქვთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ ერთი სქესის პირთა ქორწინების რეფერენდუმი გაუქმდა", - ამის შესახებ „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე facebook-ზე წერს
„მინდა, მოგახსენოთ, რომ ქართველთმოძულეების ზეიმი ფუჭია. ცესკო-ს განცხადება ეხება ბატონი გიორგი ყორღანაშვილის ინიციატივას რეფერენდუმთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბატონი გიორგი გარდაიცვალა და ამიტომ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე. რაც შეეხება ჩვენს მიერ ინიცირებულ რეფერენდუმს, ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია. ორშაბათს ხელმოწერები ცესკო-ში იქნება და რეფერენდუმს წინ ვერაფერი დაუდგება.
რეფერენდუმი აუცილებლად გაიმართება და ერთი სქესის პირთა ქორწინება აუცილებლად აიკრძალება.ნაცებო,რესპუბლიკელებო, გვახარიებო, ლომჯარიებო, გიგაურებო და სხვა ლგბტ ორგანიზაციებო, ტყუილად ზეიმობთ, მგონი, დროა, ზეიმის ნაცვლად, გლოვა გამოაცხადოთ. ქართველი ერის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება და რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება!" - წერს ბრეგაძე.