logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ერთი სქესის პირთა ქორწინება აუცილებლად აიკრძალება!
- +

6 ივლისი. 2016. 15:09



„ლგბტ ორგანიზაციებს და ქართველთმოძულეებს ზეიმი აქვთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ ერთი სქესის პირთა ქორწინების რეფერენდუმი გაუქმდა", - ამის შესახებ „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე facebook-ზე წერს


მინდა, მოგახსენოთ, რომ ქართველთმოძულეების ზეიმი ფუჭია. სკო-განცხადება ეხება ბატონი გიორგი ყორღანაშვილის ინციატივას რეფერენდუმთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბატონი გიორგი გარდაიცვალა და ამიტომ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე. რაც შეეხება ჩვენს მიერ ინცირებულ რეფერენდუმს, ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია. ორშაბათს ხელმოწერები სკო-ში იქნება და რეფერენდუმს წინ ვერაფერი დაუდგება.

 

რეფერენდუმი აუცილებლად გაიმართება და ერთი სქესის პირთა ქორწინება აუცილებლად აიკრძალება.ნაცებო,რესპუბლიკელებო, გვახარიებო, ლომჯარიებო, გიგაურებო და სხვა ლგბტ ორგანიზაციებო, ტყუილად ზეიმობთ, მგონი, დროა, ზეიმის ნაცვლად, გლოვა გამოაცხადოთ. ქართველი ერის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება და რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება!" - წერს ბრეგაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner