logo_geo
eng_logo
მედია: გერმანიის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმის 15 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს
- +

19 იანვარი. 2021. 18:10

 

 

 

გერმანიის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმის 15 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ბილდი“ იმ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც გერმანიის კანცლერი და რეგიონების ხელმძღვანელები დღეს განიხილავენ.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში FFP2 და KN95 კლასის ან ერთჯერადი სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სკოლები და საბავშვო ბაღები 15 თებერვლამდე დახურული დარჩება.

 

გარდა ამისა, კერძო სახლებსა და ბინებში მხოლოდ ერთი სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი.

 

გერმანიაში 16 დეკემბრიდან ლოკდაუნის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, რომლის ვადა 31 იანვარს იწურება. სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიების გარდა, ამჟამად ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დახურულია. საპარიკმახეროები, მუზეუმები, თეატრები და სილამაზის სალონები არ მუშაობს, ხოლო მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner