„ჩვენ ძირითადად ვემზადებით, რომ AstraZeneca-ს ტიპის ვაქცინები მივიღოთ, მაგრამ ის ჯერ არ არის „კოვაქს“ პლატფორმაზე. ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია როდის იქნება ეს მოწოდება“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
მისი თქმით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის დროდ პირველი კვარტალია განსაზღვრული.
„მოწოდების დრო უნდა იყოს პირველი კვარტალი. თუ რამდენი დოზა შემოვა, ეს ჯერ არ ვიცით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შესაძლებლობები ექნება „კოვაქს“ პლატფორმას“, - აღნიშნავს პაატა იმნაძე.