logo_geo
eng_logo
ჯონ კერი: ჩვენ ვაღიარებთ თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს
- +

6 ივლისი. 2016. 15:14



„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში ყოფნა", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

 

„ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში. მე ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენს მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა.

 

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე NATO-ს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს", - განაცხადა ჯონ კერიმ.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ოქტომბრის არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება:


„მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგანაც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისათვის. მადლობა მასპინძლობისთვის!" - აღნიშნა კერიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner