logo_geo
eng_logo
თურქეთმა აზერბაიჯანთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
- +

19 იანვარი. 2021. 18:30

 

 

 

თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

 

შესაბამისი შეთანხმება ბაქომ და ანკარამ 2020 წლის 25 თებერვალს გააფორმეს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 1,7 მლრდ თურქეთის მიერ აზერბაიჯანში ექსპორტირებულ პროდუქციაზე მოდის, ხოლო 300 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი აზერბაიჯანიდან თურქეთში მოხდა. თურქეთი აზერბაიჯანს, ძირითადად, ტექნიკურ მოწყობილობებს და სამშენებლო მასალებს აწვდის. აზერბაიჯანიდან თურქეთში, პირველ რიგში, ნავთობის და გაზის ექსპორტი ხორციელდება.

 

ამჟამად თურქეთს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 20 ქვეყანასთან აქვს დადებული. რამდენიმე კვირის წინ მან ანალოგიური შეთახნხმება დიდ ბრიტანეთთან გააფორმა.

 

რაც შეეხება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობას, ტვირთების უდიდესი ნაწილის ტრანსპორტირება სახმელეთო გზით, საქართველოს გავლით ხორციელდება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner