logo_geo
eng_logo
რატომ არ ხვდებოდა ბარაქ ობამა მიხეილ სააკაშვილს
- +

6 ივლისი. 2016. 15:16



სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ კავშირი გაწყვიტა მიხეილ სააკაშვილთან.


 

­რუსეთმა მოიტყუა, რომ ჩატაევი შეუერთდა რაზმს და მაშინ დაჭრეს. სინამდვილეში ჩატაევი დაჭრეს მოლაპარაკების დროს, როდესაც ის ესაუბრებოდა ლოპოტაში ალყაშემორტყმული რაზმის წარმომადგენლებს. სპეცსამსახურის წარმომადგენელმა ზელიმხან ხანგოშვილმა დაჭრა ამ მოლაპარაკების დროს. შემდეგ, ფაქტობრივად, დაიწყო ბრძოლა საქართველოს სპეცსამსახურებსა და შეიარაღებულ ნაწილებს შორის. ასევე იკვეთება ჩვენი სამხედროების საეჭვო მონაწილეობა. როგორც ჩანს, მათ ბევრი რამ იცოდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა კომისიამ საინტერესო ფაქტები დადო. ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა მათი ლიკვიდაცია. ეს უფრო მოწმეების თავიდან მოშორების სპეციალურად დაგეგმილ ოპერაციას ჰგავდა. აჰმედ ჩატაევი იმ რაზმთან მოსალაპარაკებლად მივიდა უიარაღოდ, საქმეში ჩაწერეს, თითქოს ორი „ლიმონკა" ჰქონდა. „ლიმონკა" ჩაუდეს სააკაშვილის სპეცსამსახურებმა, რომ ჩატაევი ციხეში ჰყოლოდათ. არის ინფორმაცია, რომ შეეცადნენ, ჩატაევი ციხეში მოეწამლათ. მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლები აპირებდნენ მის ლიკვიდაციასაც. ახლა გამოვიდა კახიძე, რომელიც იყო ჯალათი.



- იუსტიციის ყოფილი მოადგილე?



- ფაქტობრივად, ის არის მკვლელი და ჯალათი, როგორც მერაბიშვილი. კახიძემ გახსნა ლოპოტის ოპერაციის დეტალები. მან თქვა, რომ სპეცსამსახურებს შეეძლოთ მოეკლათ და მიეგდოთ და ანალოგიური გვამი იქნებოდაო. არ გამოვრიცხავ, კახიძეც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. მისი საუბრიდან ეს დასკვნა გამოვიტანე, რადგან ის იყო ადეიშვილის მოადგილე. ეტყობა, ჩატაევისგან ინფორმაციების მიღება და მერე მოკვლა უნდოდათ. ახალ ხელისუფლებას დახვდა ჩატაევი მხოლოდ იარაღის ბრალდებით ბრალდებული.


ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და მოითხოვდა სერიოზულ მკურნალობას. ასევე არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც რაიმე ფორმით მის მონაწილეობას დაადასტურებდა. შემდეგ გამოირკვა, რომ ჩატაევი იყო „კავკასიური იმამატის" წარმომადგენელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გამოძიება დაავალეს ვალერი ზუმბაძესა და ლადო დათაშვილს, რომლებიც იყვნენ საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი ჯალათები და ასევე მონაწილეობდნენ ლოპოტის ოპერაციაში.




- ამერიკამ არ იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტერორიზმის ხელშემწყობ პოლიტიკას ადგა?



- იცოდა და ამიტომ ამერიკის ადმინისტრაციამ კავშირი გაწყვიტა მიხეილ სააკაშვილთან, ანუ ოფიციალური შეხვედრები არ ტარდებოდა. ობამა დემონსტრაციულად არ ხვდებოდა მიხეილ სააკაშვილს, რამაც დიდი როლი ითამაშა მიხეილ სააკაშვილის მშვიდობიანი გაძევების საქმეში.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner