logo_geo
eng_logo
მანე გარინჩა - ხალხის სიხარული
- +

6 ივლისი. 2016. 15:23


 

მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი, ცნობილი, როგორც გარინჩა -  ბრაზილიელი ფეხბურთელი, მარჯვენა გარემარბი, ითვლება ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა გარემარბად ფეხბურთის ისტორიაში. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის მიხედვით, გარინჩა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მერვე და მეოცე საუკუნის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს.



როცა მანე გარინჩას დაკრძალვა იყო, 300 000 ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რომ ბოლო გზაზე გაეცილებინა „ხალხის სიხარული", მათ შორის იყვნენ მსოფლიო ფეხბუთის ლეგენდები, მაგრამ არც ერთი ის ფეხბურთელი არ ყოფილა, რომელთანაც მან 2 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ! - როცა პელეს ჰკითხეს, თუ რატომ არ მივიდა გარინჩას დაკრძალვაზე, მან თავისი ფობიით ახსნა ეს ყველაფერი და თქვა, რომ დაკრძალვის და მკვდრების შიში ჰქონდა! „დიდმა ბავშვმა", როგორც მას ნილტონ სანტოსმა უწოდა მისივე გასვენებაზე, სიცოცხლე ღვიძლის ციროზით დაასრულა. ხალხი, რომელიც მის გარემოცვაში იყო სიკვდილის წინა პერიოდებში, ჰყვებოდა, რომ მანე გაერიყა გარე სამყაროს, რომ მას სიკვდილი უნდოდა და ამისათვის ნარკოტიკებს და ალკოჰოლის ჭარბ დოზას იღებდა. მან სიცოცხლის ბოლო წლები სიღარიბეში გაატარა! - მანე გარინჩას საფლავზე შემდეგი სიტყვები ამოტვიფრეს „აქ განისვენებს ის, ვინც იყო ხალხისთვის სიხარული - მანე გარინჩა!"


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner