logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: არ ვიცი, ვინ და რის ფასად შეძლებდა ცილისწამების იმ ნიაღვრის გაძლებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გაუძლეს
- +

20 იანვარი. 2021. 00:53

 

 

 

„საკადრო პრობლემა, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში, ბიძინა ივანიშვილმა, ამ ეტაპზე, იმ დონემდე აიყვანა, რომ ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, აბსოლუტურად ჩამოყალიბებული პიროვნებები, თავიანთ ბეგრაუნდით, ბიოგრაფიითა და კონკრეტული საქმეებით“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

 

„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენ უკვე გავიარეთ. ეს იყო პანდემია - მაშინ, როდესაც ჩამოიმსხვრა ძალიან განვითარებული და მდიდარი ქვეყნები და საქართველო, ეს ღარიბი ქვეყანა, იმის გამო, რომ ხელისუფლების სადავეები გონიერ და მცოდნე ადამიანებს ეჭირათ, აჩვენა კრიზისმენეჯმენტის კლასი. ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთაც უკვე მოასწრეს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა. ამ ძალიან კარგი გუნდი დატოვა, გუნდი, რომელმაც, სპორტის ტერმინით რომ ვთქვათ, სამჯერ მოიპოვა ჩემპიონობა, სამჯერ გახადა ჩემპიონები, ურთულეს ვითარებაში. დესტრუქცია მოქმედებს ყველაფერზე. ორი რამაა, რაც არასდროს არ წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან, თუ ვინაა ოპონენტი: როცა ბორჯომის ტყე, ფაქტობრივად, ქართლისა და ყველა ჩვენგანის გული იწვოდა, „რუსთავი 2“- ის წარმომადგენელი სიუჟეტს აკეთებდა და ცეცხლი ჩაქრა. ისეთმა გამწარებულმა შეიკურთხა, რომ ცეცხლი ჩაქრა, ისე დაწყდა ამაზე გული... მეორეა კანდელაკი, რომელიც ევროკავშირის დეპუტატებს ეუბნებოდა, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია. დადიოდა და ცალ-ცალკე, დეპუტატებს ეუბნებოდა ამას. აი, ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ამ ადამიანებს კერპების გარდა არაფერი უნახავთ. ყველაფერი, რასაც ისინი ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ, ამის შემოქმედები და ჩამდენები თავად იყვნენ. კრეატივი არ ჰქონდათ, რომ რამე სხვა მოეფიქრებინათ. არ ვიცი, ვინ და რის ფასად შეძლებდა ცილისწამების იმ ნიაღვრის გაძლებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გაუძლო. ძნელი წარმოსადგენია, რა უნდა ედოს ამას საფუძვლად, გარდა სიყვარულისა. მიუხედავად ამისა, გახსოვთ პასუხი ან საკუთარი თავის დაცვისა და ოლიმპოზე აყვანის მცდელობა? საზოგადოებამ დაინახა, რომ კერპები არ არსებობენ და ეს ძალიან ძვირფასია ჩვენი საზოგადოებისთვის“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner