logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციაში შემავალ არაერთ პარტიას პარლამენტში შესვლა სურს
- +

20 იანვარი. 2021. 01:28

 

 

სოზარ სუბარის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში შესვლის სურვილი აქვს, თუმცა, მათი დასახელებისგან თავი შეიკავა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ამ თემაზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ქართულ პარლამენტში არის ორი პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შემოვა რამდენიმე პარტია. ორი პარტია თქვენთან იყო რომლებიც ამბობენ, რომ გარკვეულ პირობას აყენებენ, მაგრამ მზად არიან შემოსასვლელად. დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოჩნდება 1-2 პარტია, რომლებიც შემოვლენ. შეიძლება არ შემოვიდნენ „ევრონაცები“ და „ნაცები“, მაგრამ „ნაცების“ კოალიციაში არის არაერთი პარტია, რომელთაც, ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ სურვილი აქვთ შემოსვლის. რამდენად დაუძვრებიან სააკაშვილის ბულინგს, ეს ცალკე საკითხია“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner