logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოს ინტერესი
- +

20 იანვარი. 2021. 02:16

 

 

„ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ყოველთვის იყო ის ერთი, რომელიც მე მეგონა, რომ იყო თავლსიშაცემი იყო, ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემა „თავუსფალი ხედვაში“ განაცხადა.

 

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო იძულებული, გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მცხოვრები ყოფილიყო სხვადასხვა ინტერესების გავლენის ქვეშ, ეს ისტორიულად საუკუნეების განმავლობაში ასე იყო.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავის მასშტაბით, გაქანებით და რესურსით შეძლო ისეთი პოლიტიკური ძალის ორგანიზება, რომლის საქმიანობაშიც მთავარი ყოფილიყო ქვეყნის ინტერესი.

 

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონში არსებული ვითარების არაგონივრული იგნორირება მოხდეს, თითქოს არაფერი არ ხდება, ან მოკავშირეების ინტერესი არ გავითვალისწინოთ და ა.შ. მაგრამ ჩემთვის და გუნდისთვისაც მთავარი იყო, რომ ვიწროპარტიულ ინტერესზე წინ ყოველთვის ვაყენებდით, თუ რა არის სახელმწიფო ინტერესი, რა არის ხალხის არჩევანი. ბიძინა ივანიშვილის წასვლა ძალიანაც არ მესიამოვნა და არ გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, ასეა გუნდის ყველა თუ არა, დიდი უმრავლესობა. ვგრძნობ მეც თვითონ და გარშემოც ასეთი განცდაა, რომ ყველა მოწოდებულია, უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ. თუნდაც ერთმანეთის აზრის მოსმენისკენ“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, მანამდე ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ყველაფრის კოორდინატორი.

 

„ბიძინა ივანიშვილს ხანდახან საათობით უმსჯელია გუნდის წევრებთან ერთად. შეიძლება მეფიქრა, ეს ხომ რაღაც დეტალია და ის ამ დეტალს ანიჭებდა დიდი მნიშვნელობას. სწორედ იმისთვის, რომ გუნდი ერთი მიზნის გარშემო ყოფილიყო შეკრული. ეს რა ჩვევაც გუნდის ლიდერმა ჩამოგვიყალიბა, ამას სჭირდება შენარჩუნება. არის მისწრაფება, რომ ტრადიცია, რასაც ივანიშვილმა ჩვენში ჩაუყარა საფუძველი, შენარჩუნდეს და განვითარდეს კიდეც. ამას ყოველდღიური ყურადღება სჭირდება. კომუნიკაცია ერთმანეთთან არის აუცილებელი, თუნდაც უბრალო თემის გაზიარება, რომ ხვალ ეს ხდება და ხომ იცი, ამით დაწყებული დამთავრებული იმით, რომ ერთმანეთთან ვიკამათოთ შიგნით. მე ეს მგონია გადარჩენის გზა, რათა რამდენიმე წლის შემდეგაც ისეთივე კონსოლიდირებულები და შეკრულები ვიყოთ გუნდი, როგორებიც დღეს ვართ. ისინი ვინც ახლახან შემოგვიერთდნენ, მათაც ეს ტრადიცია გააგრძელონ. ასეთ შემთხვევაში ეკლექტურობა, ზოგი ასეთია, ზოგი ისეთია, ეს უკვე მეორეხარისხოვანი გახდება, თუკი განსხვავებული ადამიანები შევძლებთ, კვლავ გავაგრძელოთ ერთად ყოფნა ისე, როგორც აქამდე ვიყავით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner