logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში კერპთაყვანისმცემლობა სამუდამოდ დაამსხვრია
- +

20 იანვარი. 2021. 02:39

 

 

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, პირველ რიგში, ეს დარტყმა კი არა ბიძგია იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც წლების მანძილზე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა და ამაში ბიძინას როლი ყველასთვის ნათელია”, - ეს განცხადება გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გააკეთა.

 

ხაინდრავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში.

 

„სამწუხაროდ, სხვა პოლიტიკური პარტიები არ გვყავს და ესაა ამ ქვეყნის უდიდესი პრობლემა. მე ამას დარტყმად არ ვთვლი და ესაა შესაძლებლობა ნამდვილად“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობა დაამსხვრია.

 

„ბიძინა ივანიშვილი მოვიდა კერპთაყვანისმცემლის ქვეყანაში. აქ იყო კერპთაყვანისმცემლობა, ყველა ხელისუფლება დაწყებული ბოლშევიკებიდან იყო კერპი და ეთაყვანებოდა ეს საზოგადოება. ზოგს სძულდა კერპი, მაგრამ ვალდებულები იყვნენ ეს გაეკეთებინათ, ჩვენ ყველა ამის მომსწრე ვართ. ზოგი ნებაყოფლობით აკეთებდა ამას, ზოგი იძულებით. ეს დაიმსხვრა სამუდამოდ. ესაა, როლი, რომელსაც სხვა ვერ შეასრულებდა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner