logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: ვფიქრობ ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნა ოპონენტებისთვის უფრო კომფორტული იყო
- +

20 იანვარი. 2021. 02:51

 

“ჩვენი პოლიტიკური კლასის გარკვეული ნაწილი იმყოფება დღესაც პოლიტიკური ყმაწვილობის ასაკში და არ უნდა ეს ყმაწვილობის ასაკი დასრულდეს, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

 

„მე მგონი ივანიშვილის ფაქტორი და ყოფნა პოლიტიკაში მათთვის უფრო კომფორტული იყო, ხელჩასაჭიდი და უფრო მოსახერხებელი ვინაიდან როდესაც შენ არ გაქვს უნარი და შესაძლებლობა ნორმალური გზით განავითარო პოლიტიკური პროცესი, შენ ყოველთვის უნდა გაამართლო და ახსნა შენი წარუმატებლობა. შესაბამისად, მე ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენა, ბევრად უფრო მოხერხებული გარემოება იყო. ვფიქრობ მათთვის დგება პოლიტიკური სიმწიფის ატესტატის ჩაბარების ჟამი და ამიტომაც არის ერთგვარი გაღიზიანება და გადამისამართება თუნდაც დასავლეთის მხრიდან. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს გადამისამართების მიმართულება თუნდაც ქვეყნის შიგნით, ესეიგი ჩვენ სხვა რაღაც უნდა მოვიშველიოთ. ეს სხვა რაღაც არის მაშველი რგოლი, რომელიც თუნდაც აშშ-ის მხრიდან ასეთი დამოკიდებულების მოლოდინში არის, რომელიც სულ მცირე პოლიტიკური აზროვნების განუვითარებლობაზე მეტყველებს.

 

იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობა, ასეთი დამღის დასმა ჩვენი დასავლელი პარტნიორისადმი არის ერთგვარი შეურაცხყოფა, უხერხულ ვითარებაში ჩაგდება და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დისკრედიტაცია. ამიტომ ვფიქრობ, ვისაც გრძელვადიან პერსპექტივაში სურს დარჩეს პოლიტიკურ პროცესში და სიმწიფის ატესტატი ჩააბარონ, როგორც ქვეყნის შიგნით მართებთ სამიზნის გასწორება, ასევე დასავლეთის მიმართ რიტორიკის ჩასწორება“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner