logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: 2012 წლიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ძაძებით შეიმოსა
- +

20 იანვარი. 2021. 03:00

 

 

 

“2011-2012 წლებში, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ იმჟამინდელი ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, სასოწარკვეთაში ჩააგდო, მისმა წასვლამ კი თავბრუ დაახვია ამ ადამიანებს, ეს თვალშისაცემია. ვერ გამოდიან სტრესული სიტუაციიდან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ”, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

 

„ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მათ შეცდომებზე არ უნდა ვიდარდოთ, ეს ბუნებრივიც იქნება, მაგრამ მათი შეცდომების ფასს ქვეყანა იხდის და ეს ფასი ქართულ საზოგადოებას არაერთხელ გადაუხდია - არამხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან დღემდე, არამედ - მანამდეც. მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე და წელი იყო საოცარი ფათერაკი ამ ქვეყნისთვის, უმძიმესი თავგადასავალი და ჩვენ ძალიან ბევრჯერ, ბეწვის ხიდზე გავიარეთ. 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც მათ არჩევნები წააგეს, ძაძებით შემიოსნენ, დაიწყეს ყოველდღიური გლოვა, რომელიც ეგონათ, რომ გადამდები იქნებოდა საზოგადოებისთვის. ეს არ მოხდა არც 2012-ში, არც 2016-ში, არც 2020 წელს. ჩვენ ბევრჯერ წავსულვართ ამ მოჯადოებულ წრეზე. მე არ მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი ამ წრეზე მიხეილ სააკაშვილს გაჰყვეს. მას სურს, ნებისმიერი საშუალებით, ხელისუფლებაში დაბრუნდება, იმ სტატუს-კვოს აღდგენა, რაც 2012 წლამდე იყო და შემდეგ, ისევ იმ საშინელი მანქანის დატრიალება. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას არ დაუშვებს“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner