„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 19 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ:
ელისაშვილი: თვალებში შემომხედე, არა გრცხვენია?!
ხაზარაძე: არა, ამიხსენი, ამხელა ტყუილების გუდა საიდან ხარ, ამიხსენი. სად ისწავლე ამდენი ტყუილი.
ელისაშვილი: არა გრცხვენია? გაგიმეორო, მერე რა გითხარი?
ხაზარაძე: ამხელა ტყუილები სად ისწავლე, ამიხსენი... როგორ შეიძლება ეს ყველაფერი, ამიხსენი, რას ემსახურება...
ელისაშვილი: ღირსება უნდა იყოს ზუსტად პოლიტიკაში, ეს არის ამბავი...
ხაზარაძე: რას ემსახურება, ამიხსენი, რას ემსახურება...
ელისაშვილი: ბოკერიას დაკრულზე რომ კაცი ივლის, ბოკერიას დაკრულზე...
ხაზარაძე: იაგო რას ემსახურება, ეს ამიხსენი...
ელისაშვილი: რას ემსახურება და სხვების დაკრულზე რომ დადიხარ...
ხაზარაძე: მე გეტყვი, რას ემსახურება. შენ ვის დაკრულზე დადიხარ, ის გაარკვიე...
ელისაშვილი: მე არავის დაკრულზე არ დავდივარ.
ხაზარაძე: კიდევ ვიმეორებ, მე შენ გეუბნები, არ გაიარო ჩვენს გვერდზე, საერთოდ არ გაიარო, მატყუარა ხალხთან საქმე არ მაქვს...
ელისაშვილი: შენგან განსხვავებით, ყოველთვის მადარდებდა ჩემი ქვეყნის ბედი. 20 ივნისის მერე... შენგან განსხვავებით... არასოდეს ქვეყნის ბედი არ გადარდებდათ არასოდეს. ხალხს რომ ხოცავდნენ ქუჩაში, მაშინაც იდექი და ხალხს ბინებიდან ყრიდი, ის კაცი ხარ შენ და სალომე ზურაბიშვილის რომ ტაშს უკრავდი 20 ივნისის მერე, ახლა გაგახსენდა ქვეყანა, ახლა შეგიყვარდა ქვეყანა?!
ხაზარაძე: ერთიანად გიპასუხებ მაგაზე, გააგრძელე, გააგრძელე, მიდი...
ელისაშვილი: სანამ პრობლემა არ შეგიქმნეს, მანამდე თურმე არ გაგხსენებია ქვეყანა და მაშინ გავიდა შენი წითელი ხაზი...
ხაზარაძე: კიდევ რა დაგავალეს, „ოცნებამ“ რა დაგავალა?..
ელისაშვილი: ხალხს ციხეში რომ ამტვრევდნენ, მაშინ შენ იდექი და ღამე კრედიტებს უფორმებდი ფეხებით ჩამოკიდებულ ხალხს, აი, ის კაცი ხარ შენ და ღირსებაზე მელაპარაკები, მართლა ყველაფერს აქვს თავისი სახელი... კეზერაშვილი და ახალაიები...
ხაზარაძე: დამანახეთ...
ელისაშვილი: ცოტა ახლოს ხომ არ დაგენახო? ალეკო ვარ ელისაშვილი. მოდი ერთი თვალებში ჩაგხედო. სანამ არ დაგიჭირეს, მანამდე რომ ქვეყანა არ გაგხსენებია, ის კაცი არა ხარ?! საქართველოს რომ ატყავებდი, ციხიდან რომ ხალხს კრედიტებს უხსნიდი ბიჭს და ახლა შეუყვარდა ამას საქართველო და ჭკუას მასწავლის
ხაზარაძე: ახლა გიპასუხებ ერთიანად...
ელისაშვილი: 7 ნოემბრის მერე რა ნამუსით გეძინა, 20 ივნისის მერე რა ნამუსით გეძინა, მაშინ საქართველო არ გაგხსენებია. გლდანის ციხეში რომ ძვლებში ამტვრევდნენ ხალხს, იმ ხალხს კრედიტებს არ უხსნიდი, რომ გირეკავდა მერაბიშვილი და ადეიშვილი, ის კაცი არა ხარ შენ, ხო ხარ?!
ხაზარაძე: დაამთავრე? დაამთავრე?
ელისაშვილი: მთელი ცხოვრება ქუჩაში ვებრძოდი ყველას და უსამართლობას და ღირსებაზე მელაპარაკება ეს კაცი, ხალხის გამტყავებელი...