სააგენტო „როიტერის" ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელ ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
ბარსელონის სასამართლომ ლიონელ მესი საგადასახადო მაქინაციების განხორციელებაში ცნო დამნაშავედ.
თავისუფლების აღკვეთის გარდა, ფეხბურთელს 2 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
ბარსელონას სასამართლომ ანალოგიური ბრალდებით დამნაშავედ ცნო ფეხბურთელის მამა ხორხე მესი, რომელსაც ასევე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.
გამოძიების ვერსიით, ორივე მათგანი საგადასახადო დეკლარაციების გაყალბებაში, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაშია ბრალდებული, რამაც ესპანეთის ბიუჯეტი 4,1 მილიონი ევროთი დააზარალა.