logo_geo
eng_logo
პროკურატურა: მოპოვებულია მტკიცებულებები, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული დავალებისამებრ მოქმედებდნენ
- +

20 იანვარი. 2021. 14:38

 

 

პროკურატურამ დაადგინა, მოტივი რაც ამოძრავებდათ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დანაშაულის ჩადენის დროს. რამდენიმე თვიანი საგამოძიებო მოქმედებებით და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა ქვეყნის ტერიტორიების საკითხი მეზობელ სახელმწიფოსთან საქართველოს საზიანოდ განზრახ შეათანხმეს.

 

ამის მიზეზად ბრალის დაზუსტების დროს პროკურორი განმარტავს, რომ ეს სურვილი მაღალი თანამდებობის პირებს ჰქონდათ და ამის შესაბამისად მოქმედება სამთავრობო კომისიაც.

 

„ახალი ბრალდებით დაზუსტებული იქნა ქმედების მოტივაცია. კერძოდ ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ მიღებული დავალებისამებრ. ბრალდების მხარემ შეძლო და მოიპოვა კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას და ამ ქმედების განხორციელებისას ისინი მოქმედებდნენ მიღებული დავალებისამებრ“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

 

შეგახსენებთ, მელაშვილი და ილიჩოვა ოქტომბერში დააკავეს. მათ საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის შექმნაში სდებენ ბრალს.

 

 

https://rustavi2.ge/ka/news/187868

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner