სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესყიდვის ტენდერი 2020 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა.
„შენობას სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც რეკომენდირებულია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 363 019 ლარია.