აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ თეთრი სახლის რეზიდენცია უკვე დატოვეს.
ტრამპები მერილენდში, ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გაემგზავრნენ, სადაც სამხედრო პატივის მიგებით, მოკრძალებული გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება. ამის შემდეგ უკვე ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან ერთად, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაემგზავრება.
დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც 150-წლიან ტრადიციას არღვევს და მისი მომდევნო პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიას არ ესწრება.
https://1tv.ge/news/donald-trampma-da-pirvelma-ledim-tetri-sakhlis-rezidencia-datoves/