logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება ძალიან ჭიანურდება
- +

6 ივლისი. 2016. 15:40

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების სიის დასახელებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ლორთქიფანიძის თქმით, პროცესი ძალიან გვიანდება და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის კანდიდატების წარდგენა.


„მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება ძალიან ჭიანურდება. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც პროცესს აფერხებს. „ქართულ ოცნებაში" მიდის სერიოზული სჯა-ბაასი, ვინ შეიძლება იყოს და ვინ არა. შემი შეხედულებით, ეს პროცესი ძალიან გვიანდება, არის ადამიანების კატეგორია გუნდში, რომელიც ამბობს, რომ არ გვიანდება, რასაც არ ვიზიარებ, იმიტომ, რომ მაჟორიტარი კანდიდატი ამომრჩეველს რამდენჯერმე პირადად უნდა შეხვდეს. მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები  მალე უნდა დასახელდნენ",- განაცხადა ლორთქიფან

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner