logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ინფექციის მაჩვენებლის კლება მიუთითებს იმაზე, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სწორად გათვლილი იყო
- +

20 იანვარი. 2021. 18:51

 

 

„დღევანდელი და ბოლო პერიოდში ინფექციის მაჩვენებლის კლება მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით იყო სწორად გათვლილი და მოიცავდა იმ სამიზნე კომპონენტებს, რასაც აქვს გავლენა ინფექციის გავრცელებასთან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ის მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემას სამომავლოდ შეუძლია უკეთესად მართოს ინფექციის გავრცელება და დღესდღეობით მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები.

 

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ მხოლოდ ერთ კომპონენტს პანდემიაზე არ აქვს გავლენა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ როგორც ინფორმაციის სრულ ფლობას, ასევე შემდგომში დაგეგმილ იმ ღონისძიებებს, რომელსაც მთავრობა გეგმავს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

https://imedinews.ge/ge/covid19/182475/ekaterine-tikaradze-inpeqtsiis-machveneblis-kleba-miutitebs-imaze-rom-shezgudvebtan-dakavshirebit-migebuli-gadatskvetilebebi-stsorad-gatvlili-iko

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner