logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: მოლაშვილის წამებაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება!
- +

6 ივლისი. 2016. 15:40



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სულხან მოლაშვილის წამება-გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჟვანიას განცხადებით, ყველა ის პირი, ვინც მის წამებაში მონაწილეობდა, დასჯილი იქნება.


„ყველაფერი ნათელია. თვალსაჩინოდ ჩანს. როდესაც სულხან მოლაშვილი დააპატიმრეს სრულიად ჯანმრთელი ადამიანი შევიდა საპატიმროში, იქიდან კი გამოვიდა ჯანმრთელობაშერყეული, ეს პროცესი თანდათან მძიმდებოდა და ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. მოლაშვილის გარდაცვალება არის იმ მანიაკალური რეჟიმის პასუხისმგებლობა, რომელიც 9 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას.

ამ ტრაგედიის შემდეგ გამოძიება გააქტიურდა და დარწმუნებული ვარ, ყველა პირი, ვინც მოლაშვილის წამებაში მონაწილეობდა, დასჯილი იქნება",- განაცხადა ჟვანიამ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner