logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: წლიდან წლამდე საქართველოში პროგრესია სახეზეა და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს
- +

20 იანვარი. 2021. 21:11

 

 

“პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ის, რასაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი. შეხვედრაზე ელჩები სავარაუდოდ ამ თემაზეც ისაუბრებენ. ჩვენ ვიმსჯელებთ ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობაზე, რაც ძალიან ფართო საკითხია და ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს”, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველომ მიაღწია პროგრესს და ამას ყველა აღიარებს.

 

“წარმატებით ხორციელდება თავდაცვის რეფორმა, სადაც ნატომ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. წლიდან წლამდე საქართველოში პროგრესია სახეზეა და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. ნატო მადლიერია საქართველოსი იმ წვლილისთვის, რომელიც ქვეყანას შეაქვს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში. არის სფეროები, სადაც საქართველო ფიქრობს, რომ რეფორმები გასაგრძელებელია და სფეროები, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმა. წლიური ეროვნული პროგრამაც რეფორმების გაგრძელებას უჭერს მხარს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ეტაპზე ვართ. ალიანსი გააძლიერებს ნატო- საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მხარდაჭერას, ნატოს სამხედრო სარდლობა წევრ ქვეყნებში შეარჩევს პროფესიონალებს, პერსონალს რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ და ამას განახორციელებენ. გაძლიერდება თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კუთხით, რათა უკეთ ვიცოდეთ რა ხდება. დარწმუნებული ვარ ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის ქმედებებზე, საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონზე და ბოლო ინფორმაციებს პრეზიდენტი თავად მიაწვდის ელჩებს. საქართველოს პრეზიდენტი ნატოს ყველა წევრი ქვეყნის ელჩის მხრიდან მოისმენს , რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და უკიდურესად შეშფოთებულია და გმობს მცოცავი ანექსიის გამო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და გვესმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაში უწევთ ყოველდღიურად ცხოვრება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner