-
+
20 იანვარი. 2021. 21:43
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის დღეს ისტორიის, იმედისა და განახლების დღე უწოდა.
„ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა. ეს ისტორიის, იმედის, განახლებისა და სიმტკიცის დღეა. დემოკრატიამ გაიმარჯვა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ საჭირო იქნება ერის გაერთიანება და გამოწვევების გადალახვა.
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მათ, ვინც არჩევნებში მას მხარი არ დაუჭირა, მას შანსი მისცენ.
„თუ საზოგადოებაში არსებულ დაყოფას არ გადავლახავთ, ქაოსი გვექნება. აშშ-ის საზოგადოების დაყოფის მიზეზები ძლიერია, თუმცა ახალი არ არის. ჩვენი მისწრაფება თანასწორობა და ერთიანობა უნდა იყოს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
წყარო :