logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის შემდეგ ორგანიზმში იწყება ისეთი პროცესები, რამაც შეიძლება გამოიწვიო ფონური დაავადებების მკვეთრი გამწვავება
- +

20 იანვარი. 2021. 22:52

 

„კორონავირუსი აკეთებს თავის საქმეს და მერე ორგანიზმში იწყება ისეთი პროცესები, რამაც შეიძლება გამოიწვიო ფონური დაავადებების მკვეთრი გამწვავება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ადამიანმა გადაიტანა ფილტვის ანთება და 50 %-ი ფილტვისა დაუზიანდა, ის 100 %-ით ვერ აღდგება.

 

„კორონავირუსი აკეთებს თავის საქმეს და მერე იწყება ორგანიზმში ისეთი პროცესები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფონური დაავადებების მკვეთრი გამწვავება. მაგალითად, დიაბეტის, ღვიძლის, თირკმლის პათოლოგიის გამწვავება და ა.შ. ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო. თუ ადამიანმა გადაიტანა ფილტვის ანთება და 50 %-ი ფილტვისა დაუზიანდა, ის 100 %-ით ვერ აღდგება. რაღაც ნაწილი ფიბროზული, ანუ, უსარგებლო ფილტვის ქსოვილი ყალიბდება, რაც ადამიანის სუნთქვის უკმარისობაში გამოიხატება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner