სტოკჰოლმში, შვედურ ენაზე გამომცემლობა smockadoll - “სმოკადოლმა” დათო მაღრაძის პოემა “ბარაქიანი მიწა” გამოსცა.
პოემა ცნობილი შვედი პოეტისა და გამომცემლის კრისტიან კარლსონის წინასიტყვაობით გამოიცა.
ხვალიდან “ბარაქიანი მიწა” წიგნის გამავრცელებელ შვედურ საიტებზე განთავსდება. შეგახსენებთ, ეს უკვე პოეტის მეორე წიგნია შვედურ ენაზე.