logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში პირველ განკარგულებებს მოაწერა ხელი
- +

21 იანვარი. 2021. 00:44

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველ განკარგულებებს ხელი მოაწერა.

 

კაპიტოლიუმის შენობაში, პრეზიდენტის ოთახში ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ინაუგურაციის დღის გამოცხადების, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და მათი მოადგილეების დამტკიცების შესახებ დოკუმენტებს.

 

„CNN“ ინფორმაციით, სულ მალე აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი შეიარაღებული ჯარების მზაობას შეამოწმებს, მოგვიანებით კი, არლინგტონის სასაფლაოზე უცნობის ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს. როგორც ცნობილია, არლინგტონის სასაფლაოზე მასთან ერთად მივლენ ექსპრეზიდენტები – ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner