logo_geo
eng_logo
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქალი პირველად გახდა
- +

21 იანვარი. 2021. 10:39

 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორად ავრილ ჰეინესი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ ჰეინესი პრეზიდენტ ბაიდენის მიერ არის წარდგენილი და ის პირველი ქალია აღნიშნულ თანამდებობაზე.

 

ჰეინესს 84 სენატორმა დაუჭირა მხარი, 10 კი მის წინააღმდეგ იყო.

 

ამასთან, გარდა ჰეინესისა, სახაზინო დეპარტამენტის დირექტორად კიდევ ერთი ქალი - ჯანეთ იელენი უნდა დაამტკიცონ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner