logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: „ნაციონალებს“ მოლოდინი ჰქონდათ, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა გიგი წერეთელს
- +

6 ივლისი. 2016. 15:59



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჟვანიას თქმით, მისთვის ძალიან გასაკვირია  „ნაციონალურ მოძრაობის" მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება" მათ მხარს დაუჭერდათ.



„გიგი წერთელს და „ნაციონალური მოძრაობას" მოლოდინი ჰქონდათ, რომ „ქართული ოცნება" მხარს დაუჭერდათ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება მათი უტიფრობის და თავხედობის. არ ვიცი, რატომ უნდა გასჩენოდა გიგი წერთელს საერთოდ მოლოდინი, რომ მას დაუჭერდა მხარს „ქართული ოცნება". ყველასთვის ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება „ნაციონალების" მიმართ, რომელიც გამომდინარეობს იმ წარსულიდან, რაც გვაქვს სახეზე. ეს არის მანიაკალური, ძალადობრივი ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში ატერორებდა, აუბედურებდა უამრავ ადამიანს. ბუნებრივია მათ წარმომადგენელს  ვერ დავუჭერდით მხარს",- განაცხადა ჟვანიამ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner