logo_geo
eng_logo
აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას 19 თებერვალს დაუბრუნდება
- +

21 იანვარი. 2021. 12:06

 

აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას 19 თებერვალს დაუბრუნდება. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერესმაც მოიწონა.

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებების გაუქმებას ხელი ინაუგურაციის დასრულებიდან მალევე მოაწერა.

 

პარიზის კლიმატის შეთანხმებას ხელი 2015 წლის დეკემბერში მოეწერა. მას შეუერთდა 195 ქვეყანა. სახელმწიფოები მზად არიან, მიიღონ ზომები, რათა დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 2100 წლისთვის 2 გრადუსზე მეტით არ გაიზარდოს.

 

2017 წლის ივნისში დონალდ ტრამპმა, იმჟამინდელმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოდის. ერთი თვის შემდეგ, თეთრმა სახლმა ამის შესახებ გაერო-ს აცნობა. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებამ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner