საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ასევე, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს სახელით დოკუმენტებს ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ხოლო შეერთებული შტატების სახელით - სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.