logo_geo
eng_logo
„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ილიჩოვას კაბინეტშია აღმოჩენილი“ - პროკურატურამ დავითგარეჯის საქმეზე გამოძიება დაასრულა
- +

21 იანვარი. 2021. 14:48

 

პროკურატურამ დავითგარეჯას საქმეზე დაკავებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა. ამის შესახებ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

 

პროკურორის განცხადებით, საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარიმართება.

 

ამასთან, ამირან გულუაშვილის თქმით, 1937-1938 წლების ერთი 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.

 

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისათვის ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედებების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა.

 

საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარიმართება. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში ასეულობით საგამოძიებო საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იყო საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალა.

 

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 1937-1938 წლების ერთი 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში“, - აცხადებს პროკურორი.

 

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner