logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!
- +

21 იანვარი. 2021. 15:18

 

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, სოციალურ ქსელში წერს, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.

 

„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!

 

საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!

 

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

 

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე“, - წერს თეა წულუკიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner