კასპში 5 ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება. მუნიციპალიტეტის მერიამ ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების ქუჩების რეაბილიტაციის შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 302 050 ლარია.
გზის სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია, რომელიც არასოდეს ყოფილა მოასფალტებული. აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელდა სასმელი წყლის და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები. ხუთივე ქუჩა ერთმანეთთან დაკავშირებულია, არის მჭიდროდ დასახლებული, კერძო საცხოვრებელი ბინების გარდა დგას 3 ხუთსართულიანი საცხოვრებელი ბინა, რომელშიც 100 ოჯახი ცხოვრობს.
„ამორტიზებული გზები აფერხებს ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება, განსაკუთრებით წვიმის და უამინდობის დროს უჭირთ გადაადგილება. კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.