„არ არსებობს ინსტიტუტი, მათ შორის პარლამენტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ვერ ასრულებს“, - განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.
კითხვაზე, არის თუ არა კრიზისი, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, მამუკა მდინარაძე პასუხობს: საბედნიეროდ, ეს არის კრიზისი, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა.
„ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს გამართულად. თუ პოლიტიკურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ, პრობლემაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია ძალიან მწირადაა წარმოდგენილი. ძალიან კარგი იქნება თუ პარლამენტში იქნებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც მათ მიმართ დაკვეთას შეასრულებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.