logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში ყველამ ერთად არა 52%, არამედ 46% მიიღო
- +

21 იანვარი. 2021. 17:51

 

 

„ის პარტიები, რომლებიც დღეს გამოდიან ასპარეზზე და რადიკალური ოპოზიცია 52%-ის მფლობელები კი არ არიან, მათ ყველამ ერთად 46% მიიღეს, ანუ ერთი ერთში თუ შევადარებთ „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ორი პროცენტით მეტი აქვს მიღებული, ვიდრე ყველა მათ ერთად ვინც დავუშვათ ეხლა ამ რადიკალური პოზიციებით გამოირჩევა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, დანარჩენი ექვსი პროცენტი მიიღეს ბარიერგადაულახავმა პარტიებმა და იმათ დღეს არავინ არაფერს არ ეკითხება.

 

„პატრიოტების“ ამომრჩეველსაც დავანებოთ თავი, ისინი არიან 46%-ში, მაგრამ ის 6 პროცენტი, რომლითაც ივსება ის ე.წ. 52 პროცენტი, რომელიც ვერ მოხვდა პარლამენტში, იმათზე ვსაუბრობ, ის ხალხი რას ფიქრობს, დღეს რა განწყობები აქვთ, იმათი სახელითაც რომ ლაპარაკობენ, უნდათ ის მაინცდამაინც „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველოს“ დადებული ნარატივი, ამას არავინ არ კითხულობს. ხომ გამოჩნდა, რომ ძირითადად იმ ხალხმა, ბარიერგადაულახავი და ბარიერგადალახულის პარტიების ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა, როდესაც შეხედეს რეალურად რას აკეთებდნენ ესენი, ხმა ვის მისცა?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, რაც შეეხება 52 %-ს, ეს სპეკულაციური მესიჯია.

 

„რაც შეეხება 52 % -ს, ესეც იმდენად სპეკულაციური მესიჯია, არ მეგულება მათში ადამიანი, მესიჯის აბსურდულობა რომ არ ესმოდეს და რაში მდგომარეობს ეს აბსურდულობა. მაგალითად, ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში, პირობითად 44%-ის მიღების შემთხვევაში პარლამენტის ის კონკრეტული ფრაქცია, ერთი სუბიექტი, აკომპლექტებს მთავრობას. ამ შემთხვევაში იქაც შეუძლია ნებისმიერ ოპოზიციონერს თქვას, რომ, იცით რა, 56% ამის წინააღმდეგია, ესენი რა მთავრობას აყალიბებენ, დემოკრატიის პრინციპები ეს არ არის, არის რაღაც ზღვარი, საქართველოს შემთხვევაში ეს არის 40 პლუს რაღაც, ორმოცი და მეასედებია, უკვე 41 პროცენტი დაახლოებით როცა აქვს მმართველ პარტიას, მას შეუძლია, თუ ჩვენს შემთხვევაში ახლა რა მოდელიც გვაქვს ჯერჯერობით, 41 % და პლუს ყველა მაჟორიტარი თუ გაიყვანა, შესაბამისად მას შეუძლია დააკომპლექტოს მთავრობა. ამიტომ არათუ 52%, შეიძლებოდა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, მიეღო ვთქვათ 59% ოპოზიციას და მაინც დაკომპლექტებოდა ჩვენს მიერ მთავრობა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner