logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ქართველი ჯარისკაცის სიმართლე, რომ ის არავის დასხმია თავს, გარდაუვალი რეალობაა
- +

21 იანვარი. 2021. 18:12

 

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოს დღეიდან აქვს სამართლებრივი დოკუმენტი,  რომელიც ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ქვეყანას ხელთ აქვს დოკუმენტი, რომელიც რომელიც არ საჩივრდება.

 

„დღეიდან, ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც არ საჩივრდება, რომელიც არის სამართლებრივი დასკვნა და რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფუძემდებლურ დოკუმენტად დღეიდან.

 

ჩვენ ხელთ გვაქვს დღეიდან, იმ წუთიდან, რა მომენტშიც ეს გადაწყვეტილება დღეს დილით გამოქვეყნდა სტრასბურგში, სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი ამ ტერიტორიებზე ოკუპანტია. ამით აბსოლუტურად გაბათილდა  ის თეორია, რომელსაც რუსეთი ჩვენ გვიპირისპირებდა ღია სხდომებზე სტრასბურგში, მათ შორის 2018 წლის მაისის სხდომაზე და დამცინავად გვეუბნებოდა, რომ აბა მე რა შუაში ვარ, ეს ხომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რას მერჩით მე, მე საერთოდ არაფერზე პასუხს არ ვაგებ და არ არის ეს ჩემი იურისდიქციის ფარგლებში,“ - ამბობს თეა წულუკიანი.

 

თეა წულუკიანი ამბობს, რომ დღეის შემდეგ უკვე სამართლებრივად არის დადასტურებული, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართველი ჯარისკაცი თავს არავის არ დასხმია, არამედ რუსეთი დაესხა ქვეყანას თავს.

 

„რა თქმა უნდა, დღევანდელი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოსი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ არა ერთ დანაშაულზე რუსეთის ფედერაცია აგებს პასუხს, ჰააგის სასამართლოს მიერ იქნება მხედველობაში მიღებული. 2018 წლის მაისში, როდესაც სტრასბურგში ჩვენ ღია სხდომა გვქონდა, იქ ვიცით, რომ სხდომას ესწრებოდნენ ჰააგის სასამართლოს გამომძიებლებიც და რა თქმა უნდა, ეს ნიშანია იმისა, რომ ისინი ამ პროცედურით ინტერესდებიან და გეტყვით, რომ მინდოდა რომ სტრასბურგს გამოეტანა გადაწყვეტილება მანამ, სანამ ჰააგის სასამართლო რაიმეს გადაწყვეტდა. დღეს ეს უკვე ასეა. შეიძლება ჩვენ ვიყოთ უკვე მშვიდად, რომ ქართველი ჯარისკაცის სიმართლე, რომ ის არავის არ დასხმია თავს და არამედ რუსეთი დაგვესხა ჩვენ თავს აგვისტოში, ეს პრინციპში უკვე გარდაუვალი რეალობაა. ჩვენ ვიცოდით ეს მაგრამ ხელში არ გვქონდა სამართლებრივი მტკიცებულება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner