logo_geo
eng_logo
რაულ ხაჯიმბა: გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ე.წ. მესაზღვრეს ქართულ მხარეს არ გადასცემენ
- +

6 ივლისი. 2016. 16:19



ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ სააგენტო „რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ სოხუმი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ე.წ. მესაზღვრეს ქართულ მხარეს არ გადასცემს.



მისი განცხადებით, თუ მესაზღვრის ბრალი დამტკიცდა, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება.



კანონისა და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ჩვენს მოქალაქეს სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში ვერ გადავცემთ", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.



საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში ე.წ. მესაზღვრემ მოკლა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner