logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 7 ივლისს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავს
- +

6 ივლისი. 2016. 16:21



ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 7 ივლისს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავს. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტის წევრი, ლატვიელი დეპუტატი ანდრეას მამიკინსია.


ამავე დღეს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის წევრები უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც ისმჯელებენ. უკრაინის თემაზე მომხსენებალია პოლონელი დეპუტატი, „ევროპის სახახო პარტიის წევრი" იაცეკ სარიუშ-ვოლსკი.


4 ივლისს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა განიხილა. მომხსენებელმა მარია გაბრიელმა კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის რეკომენდაციით მიმართა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner