logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დავითგარეჯას საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანდა, რომ ჩვენი წარმომადგენლებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთი ნაბიჯით არ იხევდა უკან
- +

21 იანვარი. 2021. 19:41

 

 

„ბრალდებულთა წრე გაფართოვდება თუ არა, ეს დამოკიდებულია არა ვინმეს სურვილზე, არამედ გამოძიების კონკრეტულ შედეგებზე. დღეს, ვიხილეთ, პროკურატურის მიერ ლეგიტიმურად მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, მინიმუმ ეჭვის საფუძველი, რომ იქ შესაძლოა, სხვა პირთა თანამონაწილეობასთან და ზემდგომი ორგანოების თუ პირების დანაშაულებრივ ჩარევასთან გვქონდეს საქმე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დავითგარეჯას საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერ ფარულ ვიდეო და აუდიო მასალის გავრცელების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

 

მისივე თქმით, დღეს ობიექტურად მოაზროვნე ადამიანი კადრების ნახვის შემდეგ დარწმუნდებოდა, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებას ეხება საქმე.

 

„თუმცა, ეს ეჭვია და ამის იქით შეფასებას ვერ გავცდებით. ჩანაწერი ვიხილეთ, რომელიც ადასტურებს, რომ თავის დროზე, საქმე გვქონდა საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან, რასაც მაშინ ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობარი არ აკეთებდა, სამწუხაროდ, ჩვენი წარმომადგენლები აკეთებდნენ. დღეს ობიექტურად მოფიქრალი, კადრების ნახვის შემდეგ დარწმუნდებოდა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებასთან. ვინ არიან მისი შემკვეთები, ავტორები, სულისჩამდგმელები და ა.შ. რომლებიც როგორც ჩანს, პირთა ვიწრო წრეს არ მოიცავს, გამოძებით უნდა დადგინდეს, მაგრამ კადრებში კარგად ვისმენდით, თუ როგორ იყო გარკვეული მესიჯები ფარულ ჩანაწერში. ჩვენც აქამდეც დარწმუნებული ვიყავით, რომ არ იყო შემთხვევითი და ვიღაცის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება მხოლოდ მათი თვითშემოქმედება. ამას დრო და გამოძიება გვაჩვენებს. ჩანაწერებში ჩანდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთი ნაბიჯით უკან არ იხევდა, ჩვენი წარმომადგენლებისგან განსხვავებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავითგარეჯას საქმეზე ფარული ვიდეო და აუდიო მასალა გაავრცელა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად საქალაქო სასამართლოს გადაეცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner