logo_geo
eng_logo
გოჩა ლორთქიფანიძე: გამოვყოფდი პროკურატურის წვლილს მტკიცებულებების შეგროვების ნაწილში
- +

21 იანვარი. 2021. 22:16

 

 

 

„არ მინდა რომელიმე უწყება გამომრჩეს, განსაკუთრებით გამოვყოფდი პროკურატურის წვლილს მტკიცებულებების შეგროვების ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოს გამარჯვებაა.

 

„პირველ რიგში ეს მიღწევა არის საქართველოს, მისი მოსახლეობის, რიგითი ადამიანების ერთიანობის, მათი რწმენის შედეგი. ამ ქვეყანამ აჩვენა, რომ ამ შემთხვევაშიც მას შეუძლია მობილიზება, ერთიანობა და ეს ასევე აისახა ყველა იმ უწყების საქმიანობაში, რომელიც ამ საქმის წარმოებაში იყო ჩართული. რა თქმა უნდა, ეს არის ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მთავრობის, ყველა საჯარო მოხელის გამარჯვება. არ მინდა, რომელიმე უწყება გამომრჩეს, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი მტკიცებულებების შეგროვების ნაწილში პროკურატურის წვლილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამასთან ერთად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იყო ქართველი სამხედროების დამსახურება, ვინც 2008 წელს ღირსეულად იბრძოლა და ჩვენ საშუალება მოგვცა სამართლებრივი საშუალებებით გაგვეგრძელებინა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ბრძოლა. სამხედრო საკითხებში ყველა იმ ექსპერტის დამსახურებაა, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ეს რა თქმა უნდა, ეხება იმ მოწმეებს, რომლებიც გამოძახებულ იქნენ სტრასბურგში და გადამდები იყო მათი სამოქალაქო სიმამაცე და ღირსება, რომელიც ჩვენ იუსტიციის გუნდს გვაძლიერებდა. ეს რა თქმა უნდა, არის იუსტიციის გუნდის დამსახურება და იუსტიცია მთავრობის სახელით მოქმედებს სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის ქალბატონ თეა წულუკიანისა და იუსტიციის გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგი, განსაკუთრებით 2013 წლიდან, როდესაც უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა ეს საქმე“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner