„რესპირაციული ვირუსია, ამიტომ წინასწარ პროგნოზირება რთულია, შეიძლება კორონავირუსი სეზონური გახდეს და როგორც გრიპს ახასიათებს, მასაც პერიოდული ეპიდაფეთქება ჰქონდეს“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ 2021 წლის შემდეგ ის აღარ იქნება ასეთი გლობალური პრობლემა და მწარე მოგონებად დარჩება და ასევე გაკვეთილი იქნება იმისთვის, რომ მომავალში მსოფლიო, მსგავს პანდემიას ბერად მომზადებული შეხვდეს“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსის 251 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 238 101. გარდაიცვალა 2 998 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 478, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 576. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 543 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.