logo_geo
eng_logo
აშშ-ში ჩასულ პირებს კარანტინის გავლა მოუწევთ
- +

22 იანვარი. 2021. 01:58

 

აშშ-ში ჩასულ პირებს კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გარდა კარანტინის გავლაც მოუწევთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

 

„ვირუსის ახალი შტამების ფონზე ახალ ზომებს ვაწესებთ იმ პირებისთვის, ვინც აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ. აშშ-ში ჩამოსულმა თითოეულმა პირმა გაფრენამდე კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩააბაროს და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე კარანტინი გაიაროს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, რა ხანგრძლივობის იქნება კარანტინი და როდის ამოქმედდება აღნიშნული ზომა.

 

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ თებერვალში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500 ათასს შეიძლება გადააჭარბოს.

 

„სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს, ვიდრე ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. სავარაუდოდ, თებერვალში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 500 ათასს გადააჭარბებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კოვიდინფიცირების 24 475 210 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 407 111 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner